„ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური, მდგრადი და ამავდროულად განჭვრეტადი გარემო” – ამის შესახებ მთავრობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კონფერენციაზე „საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა: მაკროეკონომიკური და სექტორული პერსპექტივები“ განაცხადა. შესაბამისი პრეს-რელიზი ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა, თავად მინისტრ ქვრივიშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
კონფერენციაზე კი აღნიშნა, რომ მთავრობას აქვს მუდმივი დიალოგი კერძო სექტორთან. მისივე თქმით, ბიზნესთან შეხვედრისას სამ ძირითადი ფაქტორზე მიიღეს უკუკავშირი.
„ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია დიალოგი ბიზნესთან, უკუკავშირი იმისთვის, რომ შევძლოთ გეგმაზომიერად, თანმიმდევრულად მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რაც დადებითაც აისახება კომპანიების და იმ ადამიანების სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც, საბოლოო ჯამში, უდიდეს გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. ეკონომიკის სამინისტროს მთავარი ღირებულებაა – დიალოგზე, კომუნიკაციაზე და ბიზნესთან კონსულტაციაზე დამყარებული გადაწყვეტილებების მიღება.
კარგად გვესმის, რომ ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური, მდგრადი და ამავდროულად განჭვრეტადი გარემო. სამინისტროს მთავარი ამოცანაც სწორედ ასეთი გარემოს უზრუნველყოფაა, რა თქმა უნდა, იმ მნიშვნელოვანი შიდაპოლიტიკური რეალობის მიღმა, რომელიც პოლიტიკურ სტაბილურობას ქმნის ბიზნესის და ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის. ეს არის სწორედ ის პოლიტიკა, რაზეც ჩვენ ვიზრუნებთ – ერთი მხრივ, გვაქვს მუდმივი დიალოგი კერძო სექტორთან, თუმცა, გამოვყოფ სამ ძირითად ფაქტორს, რაც მივიღეთ უკუკავშირად: სტაბილურობა და განჭვრეტადობა, არსებული ბიუროკრატიული მექანიზმების გამარტივება და გადაწყვეტილებების პროცესის აჩქარება, ასევე საერთო ხედვებზე დაფუძნებული სტრატეგია სექტორებში“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…
თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალი საცხოვრებელი ბინა გადაეცა. დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მომდევნო წლის…